სულშერი არსად წასვლას არ გეგმავს, პირიქით გადაწყვეტილი აქვს "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩეს და რადიკალური ცვლილებები განახორციელოს. ნორვეგიაში მცირე შესვენების შემდეგ სპეციალისტი კარინგტონს დაუბრუნდა, იტყობინება The Sun-ის ჟურნალისტი ნილ კასტისი.
ბოსი უარს ამბობს წასვლაზე, რადგან თვლის, რომ მის მიერ გაწეული სამსახური ამ ხნის მანძილზე აღიარებას იმსახურებს. როგორც ჩანს "წიიტელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა ოლე გუნარის დათხოვნას ამ ეტაპზე არარ გეგმავს.
ცალსახაა ბოლოდროინდელი უარყოფითი შედეგები თუმცა სულშერის მიმართ ნდობა კვლავ გრძელდება, გულშემატკივარი სულ მალე იხილავს თუ რა გეგმით დაბრუნდება მენეჯერი.
მომდევნო მატჩი "ოლდ ტრაფორდელებს" პრემიერ ლიგის ეგიდით "უოტფორდის" წინააღმდეგ აქვთ გასამართი. ამის შემდეგ იქნება საჩემპიონთალიგო დაპირისპირება "ვილიარეალთან".