ფორვარდმა გუნდის დატოვება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გადაწყვიტა. ფრანგს ორი ვარიანტი აქვს - ახალგამდიდრებულ "ნიუკასლში' გადასვლა, ან ნაკლებად ხელსაყრელ ფინანსურ პირობებზე დათანხმება და "იუვენტუსში" გადაბარგება.
საბოლოოდ, მარსიალმა მეორე ვარიანტი აირჩია, იტყობინება ბრიტანული გამოცემა Daily Mirror. წყაროს ცნობით, ფეხბურთელის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ იტალიურ კლუბს თანამშრომლობის შესაძლო დეტალების განსახილველად.
რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, ფეხბურთელის ტრანსფერი "იუვენტუსს" შესაძლოა 30 მილიონი ევრო დაუჯდეს. აღსანიშნავია, რომ ერთ დროს "იუნაიტედმა" მარსიალში 60 მილიონი გადაიხადა, როგორც ჩანს მოთამაშის ღირებულება მკვეთრად დაეცა.
ჭორები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.