"მანჩესტერ იუნაიტედის" ზოგიერთი გულშემატკივრის ოცნება ვერ ახდა, ეს მაშინაც კი როდესაც გუნდმა "სიტისთან" დერბიში დათმო შეხვედრა და იყო მოლოდინი იმისა რომ ოლე გუნარ სულშერს გუნდიდან გაანთავისუფლებდნენ თუმცა - არა!
მთავარი მწვრთნელი თანამდებობაზე დარჩა. მეტიც, ნორვეგიელი კლუბში ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება. ხელმძღვანელობის მხრიდან ნდობა არსებობს.
აღნიშნულ ინფორმაციაზე Daily Express-ის ჟურნალისტები გვესაუბრებიან. წყაროს ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო მატჩების პაუზის დროს მიიღეს.
"მანკუნიელები" გეგმავენ მენტორს რაც შეიძლება დიდხანს ენდონ. ამრიგად, სოლსკიაერი დარჩება სათავეში მანამ, სანამ სიტუაცია ნამდვილად კრიტიკული არ გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გათავისუფლების საკითხი მხოლოდ მომავალ ზაფხულს დადგება.