პრემიერ ლიგამ დაადასტურა 2022/23 სეზონის დაწყების და დასრულების თარიღები. კალენდარი მორგებულია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართება ყატარში 2022 წლის ნოემბერ/დეკემბერში.
პრემიერ ლიგა სტარტს აიღებს ჩვეულებრივზე 1 კვირით ადრე, 2022 წლის 6 აგვისტოს. 12-13 ნოემბერს უკვე 16 ტური უნდა იქნას ჩატარებული, რადგან 14 ნოემბერს ორშაბათს ნაკრებები შეკრებებს დაიწყებენ მსოფლიო ჩემიონატისთვის და 28 მაისს უნდა დასრულდეს.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 22 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. ეს საკმაოდ უცნაურია, რადგან ყველა მიჩვეულები ვართ ჩემპიონატის ზაფხულში ჩატარებას, აქედან გამომდინარე ცვლილებები პრემიერ ლიგასაც შეეხო.
რაც შეეხება საკლუბო ჩემპიონატის გაგრძელება მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან 8 დღის შემდეგ იგეგმება, აქედან გამომდინარე ფეხბურთელებს საკმაოდ დატვირთული სეზონი ექნებათ.