უახლოეს მომავალში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნაზე განცხადება გააკეთოს, რადგან ფაქტია გუნდში ოლე გუნარ სულშერის ყოფნას დიდი დრო აღარ უწერია.
რამოდენიმე დღის წინ სპორტული პრესა, "წითელი ეშმაკების" მთავარი მენეჯერის პოზიციაზე ფავორიტად რალფ რანგნიკს ასახელებდა, რომელიც ამჟამად "ლოკომოტივის" სპორტულ სექტორს ხელმძღვანელობს.
თუმცა მდგომარეობა შეიცვალა, ამჟამად კი მთავარი ფავორიტი "მანკუნიელთა" მოკლე სიის სათავეში ბრენდან როჯერსია", აღნიშნულზე The Sun წერს.
შეგახსენებთ, რომ ბენდან როჯერსი ამ ეტაპზე "ლესტერის " სათავეში იმყოფება. სპეციალისტს ასევე ნამუშევარი აქვს "ოლდ ტრაოფრდელების" პრინციპულ მეტოქეთა ბანაკში "ლივერპულში".
საფიქრებელია, რომ ახალი მწვრთნელის დანიშვნას ინგლისური გრანდი მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევი საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ დაანონსებს.