"მანჩესტერ იუნაიტედი" ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას გაყიდვას აქტიურად განიხილავს.
ცნობილი ტაბლოიდის Daily Star-ის მიერ გაჟღერებული ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა სამუშაო ადგილი შესაძლოა იანვარში შეიცვალოს. მაცდური შეთავაზების შემთხვევაში "მანკუნიელები" ფეხბურთელს აუცილებლად გაყიდიან.
შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველს ბრიტანულ გრანდთან მოქმედი სამუშაო კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. მხარეები თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე ჯერ არ შეთანხმებულან.
ფრანგის შეძენის პრეტენდენტებს შორის ორი ტოპ ევროპული კლუბია. საუბარია ფრანგულ "პსჟ"-სა და მადრიდის "რეალზე". პრესა საუბრობს ასევე კიდევ ერთ გუნდზე და ეს ტურინის "იუვენტუსი" გახლავთ.