ოლე გუნარ სოლსკიაერის მომავალი "მანჩესტერ იუნაიტედში" უკვე რამოდენიმე კვირაა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - ერთადერთი საკითხია, როდის გაათავისუფლებენ ნორვეგიელს.
The Sun-ის ცნობით, "წითელი ეშმაკების" ფეხბურთელები უკვე შეეგუნენ იმ ფაქტს, რომ სოლსკიაერი სიტუაციის გამოსწორებას ვერ შეძლებს და სამწვრთნელო სკამს უახლოეს მომავალში დატოვებს.
როგორც ჩანს ბზარი ფეხბურთელემაც სერიოზულად აღიქვეს. ფაქტია, რომ მატჩიდან მატჩამდე ნორვეგიელი მენეჯერის მიმართ ნდობა ქარწყლდება.
შეგახსენებთ, რომ ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 12 მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 6 მარცხი იწვნია, კერძოდ, ორი მარცხი შინ პრემიერ ლიგის ძირითად პრინციპულ დუელებში "ლივერპულთან" (0:5) და მანჩესტერ სიტისთან (0:2). "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მეექვსე ადგილზე იმყოფება.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.