როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ჯესი ლინგარდი კვლავ უარს იტყვის კლუბთან ხელშეკრულების განახლებაზე, რომელსაც ვადა მომავალ ივლისში ეწურება.
ფეხბურთელს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ სამწვრთნელო შტაბი მას არ აღიქვამს როგორც ძირითადი გუნდის შემადგენელ ნაწილად და არ სურს იჯდეს სათადარიგო სკამზე.
ბრიტანული გამოცემის The Mirror-ის ცნობით, ლინგარდს "ვესტ ჰემში" დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი, გუნდში სადაც, იჯარის წესით, გასული სეზონის მეორე ნაწილი გაატარა.
წყაროს ცნობით, ინგლისელი შთაბეჭდილების ქვეშაა "ჩაქუჩების" თამაშით, რომლებიც სტაბილურ ასპარეზობას აგრძელებენ როგორც პრემიერ ლიგაში ასევე ევროსარბიელზე.
ჭორები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.