პრემიერ ლიგის მატჩში, "ლივერპულთან" განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ოლე გუნარ სულშერს სიტუაციის გამოსასწორებლად დამატებით, ხელმძღვანელობისგან სამი მატჩი მიეცა.
ნორვეგიელი სპეციალისტის გუნდმა სტუმრად "ტოტენჰემის" დამარცხება შეძლო, ამის შემდეგ იყო ჩემპიონთა ლიგის მატჩი "ატალანტასთან" რომელიც ფრედ დასრულდა, ხოლო დღეს გუნდმა, ხოსეპ გვარდიოლას "სიტისთან" უშანსო მარცხი იწვნია.
პრესა ისევ ალაპარაკდა, დარჩება თუ გაუშვებენ ამ მატჩის შემდეგ ოლე გუნარ სულშერს ამ ეტაპზე უცნობია. ხოლო ქვემოთ მის მატჩიშემდგომ კომენტარს შემოგთავაზებთ.
"ახლა შორს ვართ ტოპ გუნდებისგან. მოთხოვნები ჩემთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც მაღალია, ჩვენ ისინი უნდა დავაკმაყოფილოთ, გვაქვს ამის რესურსი.
რაც შეეხება ჩემს თანამდებობას, მე მაქვს ახლო შეხება ხელმძღვანელობასთან, ისინი ჩემთან გულწრფელნი არიან. "მანჩესტერ იუნაიტედში" ვმუშაობ და კლუბს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. სანამ აქ ვარ, რეაბილიტაცია მსურს“, - ციტირებს Sky Sports-ი მენტორის სიტყვებს.