"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა ლუის საჰამ უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, თვლის თუ არა წარმატებულად კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერს ინგლისურ კლუბში.
ფრანგმა უყოყმანოდ აღნიშნა ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი, რითაც პორტუგალიელის ტრანსფერის შემდეგ ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ისარგებლა.
"ის თავისი საქმის ერთგულია და მზად არის ამისათვის ბევრი რამ გასწიროს. კრიშტიანუ ბევრი მოთამაშისთვის ნამდვილი მაგალითია. არა მხოლოდ თავისი თამაშით, არამედ ფეხბურთის მოედნის გარეთ საქმეებითაც.
მახსოვს, როგორ ვვარჯიშობდით ერთად. თუ რონალდუსთან მუშაობა არასასიამოვნოა, მაშინ არ ხარ შრომისმოყვარე. ის რობოტია“, - თქვა საჰამ Marca- სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.