La Gazzetta dello Sport-ის პრესის ფურცლები იუწყებიან, რომ პოლ პოგბას პრიორიტეტი "იუვენტუსში" დაბრუნებაა. თუმცა არსებობს დამაბრკოლებელი მიზეზები კერძოდ, "ბებერ ქალბატონმა" მინიმუმ ორი ფეხბურთელი უნდა გაყიდოს, რომ ფრანგის ტრანსფერი შეძლოს.
პოგბა მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნება ხელმისაწვდომი, თუ რა თქმა უნდა არ გააფორმებს ახალ კონტრაქტს "მანჩესტერ იუნაიტედთან".
იანვარში ის შეძლებს წინასწარი ხელშეკრულების გაფორმებას ნებისმიერ სხვა კლუბთან ზაფხულში გადასვლამდე. როგორც ჩანს პოლმა "ოლდ ტრაფორდის" დატოვება ისევ ხელმეორედ გადაწყვიტა.
გარდა იტალიური გრანდისა, პოლის გადაბირებით ისეთი კლუბებიც ინტერესდებიან როგორებიცაა მადრიდის "რეალი" და ფრანგული "პარი სენ ჟერმენი".