"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა, ჩემპიონთა ლიგაზე "ატალანტასთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და კლუბის პორტუგალიელი ვარსკვლავის კიშტიანუ რონალდუს მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.
"რონალდუ წარმოუდგენლად კარგია. თუ გსურთ, რომ თამაშის ბოლო წუთებში ვინმემ ბურთი მიიღოს, მაშინ ეს ის გახლავთ. ის დღევანდელ დღეს საუკეთესო ბომბარდირია.
რონალდუს მეორე გოლი მაიკლ ჯორდანის მომენტის მსგავსად იყო, როდესაც მან ჩემპიონობა დამატებით დროში მოიპოვა. ჩვენი ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებაში ეჭვის შეტანა ვერავის შეუძლია.
ისინი არასოდეს ნებდებიან. მე ყოველ ჯერზე ვხედავ ამ დამოკიდებულებას და ხარისხი აუცილებლად მოიმატებს", - განაცხადა დასასრულს სულშერმა.
ინტერვიუები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.