"ბერგამოში", "ატალანტასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართი მატჩისათვის ჩასულ ინგლისელ გულშემატკივრებს ადგილობრივი გულშემატკივრები დაესხნენ თავს. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი წერს.
წყარო აღნიშნავს, რომ შემთხვევა ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში მოხდა. სტუმრებს "ნისლიანი ალბიონიდან" 20-მდე იტალიელი გულშემატკივარი დაესხა თავს. ჩხუბის შედეგად "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთი გულშემატკივარი დაიჭრა. მომხდარს პოლიცია უკვე იძიებს.
როგორც ჩანს ადგილობრივმა ფანატებმა მათთვის საყვარელი კლუბის მარცხი ინგლისში მძიმედ მიიღეს და სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტეს ინგლისელთათვის.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება "ოლდ ტრაფორდზე" ოლე გუნარ სულშერის გუნდის გამარჯვებით ანგრიშით 3-2 დასრულდა.