"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ, იტალიისადმი მიძღვნილ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დაწერილ პოსტში, აღნიშნული ქვეყნის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის რიგით მეოთხე ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედი" ადგილობრივ "ატალანტას" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით დღეს 23:59 სთ-ზე აიღებს სტარტს.
"დავბრუნდი იტალიაში. ქვეყანა, რომელმაც ასე კარგად მიმიღო მე და ჩემი ოჯახი, მშვენიერი ადგილი, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში.
საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ "ბერგამოში" თამაში ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "ატალანტაა", არასდროს არის ადვილი, მაგრამ ჩვენ მთელ კლასს ვაჩვენებთ, რათა ჩვენს ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ“, - წერს რონალდუ.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.