"ტოტენჰემთან" მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ოლე გუნარ სულშერმა განაცხადა, რომ ეს გამარჯვება "ლივერპულთან" მარცხს ვერ დაჩრდილავს.
"როდესაც 3-0 იგებ და ამავდროულად არც ერთი დარტყმა არ ხორციელდება მოწინააღმდეგის მხრიდან დე ხეას კარისკენ, ეს რა თქმა უნდა სასიამოვნოა.
შესანიშნავი გოლები გავიტანეთ. პირველი გატანილი გოლი ყოველთვის დიდი მნიშვნელობისაა. როგორი შესანიშნავი გადაცემა იყო ბრუნოს მხრიდან, რონალდუ კი საუკეთესოა.
კრიშტიანუმ თუ ერთ მომენტში გოლი ვერ გაიტანა, აქცენტს ყოველთვის აკეთებს შემდეგ მომენტზე. პირველი გოლი ყოველთვის განსაზღვრავს თუ როგორ წარიმართება თამაში.
ჩრდილავს თუ არა ეს შედეგი "ლივერპულთან" განცდილ მარცხს? რა თქმა უნდა არა, ეს თამაში "იუნაიტედის" ისტორიაში შევა როგორც ერთ ერთი შავი დღე. ცუდი წერტილი მივიღეთ რეზიუმეში". - განაცხადა BBC - ისთვის მიცემულ ინტერვიუში სულშერმა.