"მანჩესტერ იუნაიტედის" ნორვეგიელი მენეჯერი ოლე გუნარ სულშერი გათავისუფლების ზღვარზეა. მართალია კლუბის ხელმძღვანელობამ მას, მდგომარეობის გამოსასწორებლად დამატებით კიდევ 3 მატჩი მისცა მაგრამ მწვრთნელის სკამი შერხეული, რომ არის ეს ფაქტია.
გამოჩნდა ახალი სახელი და გვარი, რომელმაც შესაძლოა "წითელი ეშმაკების" გემის კაპიტნობა ითავოს. საქმე ეხება ბრენდან როჯერსს რომელიც ამჟამად პრემიერლიგური "ლესტერის" მთავარი მწვრთნელია.
ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ როჯერსი შესანიშნავი კანდიდატია. სპეციალისტს "მელიებთან" ხელშეკრულება 2025 წლამდე აქვს გაფორმებული.
"გლეიზერების" კლუბის ინტერესტა სფეროში ანტონიო კონტესთან თანამშრომლობაც გახლავთ, სავარაუდოა, რომ სწორედ აღნიშნული სპეციალისტებიდან ერთ ერთმა ჩაიბაროს გუნდი. - ინფორმაცია ESPN - მა გაავრცელა.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.