პოლ ინსმა გააკრიტიკა ოლე გუნარ სოლშერი და მისი სამწვრთნელო შტაბი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლივერპულთან დამარცხების შემდეგ და აღწერს ნორვეგიელის ურყევ რწმენას მისი უკანა გუნდის ხაზში: "უაზროდ აღმართული კედელი".
"არ შეიძლება გყავდეს მენეჯერი, რომელიც კარდიფს ჩემპიონშიფში გადაიყვანს, შემდეგ მიდის მოლდეში და ელოდება, რომ მივა მსოფლიოს უდიდეს კლუბში და ააწყობს გუნდს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს დაუპირისპირდება. “ განუცხადა ინსმა The United Stand-ს.
"მას ჰყავს აკადემიის 23-წლამდელთა მწვრთნელი ძლიერი?... მას ჰყავს მაიკლ კერიკი... მწვრთნელის გამოცდილება არ აქვს არანაირი. მაიკ ფელანი... არ ვიცი რას აკეთებს ნამდვილად. ეს სულშერის დაკომპლექტებული სამწვრთნელო გუნდია. ასე რომ, თქვენ ამას აანალიზებთ მსოფლიო დონის მოთამაშეებთან ერთად, რომლებიც ჰყავს "წითელ ეშმაკებს" თუ როგორ ითამაშონ, შემდეგ ვუყურებთ თამაშს და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ტაქტიკაზე, ვინაიდან ვხედავთ ბევრად დაბალ შედეგს ვიდრე ამ ფეხბურთელებს შეუძლიათ ითამაშონ."
"შეხედეთ ამ შტაბს. ეს არის პერსონალი, რომელსაც ოლე ამბობს, რომ არის "ძალიან კარგი, ბრწყინვალე..." ეს არის უაზროდ აღმართული დაცვის კედელი, რადგან ისინი გოლებს მგონი გასართობად უშვებენ."
"თამაშობენ თუ არა სწორ დაცვას? იციან თუ არა, სად უნდა იყვნენ მოთამაშეები, როცა ბურთი გარკვეულ პოზიციაზეა?" მე მინდა წავიდე კერინგტონში და ერთი კვირა ვუყურო იმას, თუ რას აკეთებენ ისინი ვარჯიშზე. სიამოვნებით ვნახავ ამას. მართლა მსურს წასვლა, დავრწმუნდე რომ გუნდი დაცვაში ვარჯიშობს. მინდა, ოლემ დამპატიჟოს ერთი კვირით და მითხრას: „პოლ ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ასე ვაკეთებთ, რადგან შაბათ-კვირას ვერ ვხედავ რაიმე ბერკეტს , რომელიც დამარწმუნებს რომ ვარჯიშები სწორად ტარდება".