ბოლო რამოდენიმე დრის განმავლობში შეექმნილი ციებ ცხელება დასასრულს მიუახლოვდა. გუნდის მენეჯმენტმა, ოლე გუნარ სულშერის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
მაშ ასე, ტელეარხის Sky Sports - ის მიერ გაჟღერებული უახლესი ინფორმაციით, კლუბის მენეჯმენტი, ნორვეგიელი სპეციალისტის მიმართ ნდობას განაგრძობს, მაშასადამე სულშერი დაკავებულ პოსტს შეინარჩუნებს.
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო ტურში იურგენ კლოპის "ლივერპულთან" გამანადგურებელი ანგარიშით დათმო შეხვედრა, სულშერის მაინც ეიმედებათ.
ოლე გუნარს კიდევ ერთი შანსი ექნება იმისათვის, რომ სიტუაცია რადიკალურად გუნდისთვისა და მისთვის სასიკეთოდ გამოასწოროს. გარდა ამისა, ინფორმაცია ანტონიო კონტეს "მანკუნიანელების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლო დანიშვნის შესახებ მცდარი აღმოჩნდა.