"ლივერპულთან" განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემას, "წითელი ეშმაკების" ესპანელი კიპერი დავიდ დე ხეაც არ მოერიდა და გუნდის მიმართ კრიტიკაზეც არ განაცხადა უარი.
ესპანელმა კარის დარაჯმა გუნდის ბოლოდროინდელ ასპარეზობებს პირდაპირ უწოდა ბავშვური თამაში, რომელსაც გუნდი რამოდენიმე ხანია უკვე გადაბმულად აჩვენებს.
"ვთამაშობთ როგორც ბავშვები. მესმის თუ რას გრძნობენ ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენი გულშემატკივრები. მიყვარს ეს კლუბი, მაგრამ ვერ ვიტან იმას თუ როგორ გამოვიყურებით". - განაცხადა დასასრულს Sky Sports - ის პირდაპირეთერში დე ხეამ.
შეგახსენებთ, რომ ამ მარცხით, ოლე გუნარ სულშერის გუნდი სატურნირო ცხრილის მეშვიდე ადგილზე განთავსდა და ახლა უკვე ლიდერ გუნდთან სხვაობა 8 ქულას შეადგენს.