პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნორვეგიელმა მენეჯერმა ოლე გუნარ სულშერმა განცხადება გააკეთა რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
"ყველაზე ცუდი შეგრძნების ქვეშ ვიმყოფები. ჩვენ ყველას გვქონდა განცდა იმისა, რომ ვუახლოვდებოდით იმ მდგომარეობას რომლისკენაც ვისწრაფოდით, თუმცა ბოლო კვირეების განმავლობაში აგურის კედელს დავეჯახეთ.
ბევრი უბრალო ბურთი გავუშვით რომელიც ძალიან მაწუხებს. ეს ყველაზე რთული სიტუაციაა რაც კი ოდესმე განმიცდია, ვიღებ პასუხისმგებლობას, ეს ყველაფერი ჩემზეა.
მჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობების, ვუახლოვდებით იმას რასაც გვსურს, რომ მივუახლოვდეთ. რა თქმა უნდა ბოლო კვირეების შედეგები კარგი ნამდვილად არ არის.
წინ "ტოტენჰემი", "ატალანტა" და "მანჩესტერ სიტი" გველოდებიან. საჭიროა ამ ყველაფრისთვის სწორად განვეწყოთ. მოვიდა დრო, ეს ყველაფერი "იუნაიტედისთვის" ძნელი იყო მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ გამოსავალს.
სეზონი ცუდად დავიწყეთ, კედელს დავეჯახეთ, მაგრამ ეხლა საჭიროა, რომ სასურველი შედეგების მიღება დავიწყოთ". - განაცხადა დასასრულს სულშერმა.