"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში "წითელი ეშმაკების" ბანაკში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ყოველთვის ისეთ დიდ კლუბებთან ერთად ვაყენებ როგორიც მიუნხენის "ბაიერნია". სანამ მიუნხენელები თამაშს გამართავენ, მაქვს მოლოდინები იმისა, რომ ისინი შეხვედრას 4-0, 5-0 ან 8-0 - ს მოიგებენ.
მათ აქვთ ქიმია, სტრუქტურა და არ აქვს მნიშვნელობა ანათებს მზე თუ არა, წვიმს ან თოვს თუ არა. "მანჩესტერ იუნაიტედზე" კი ამის თქმა ძალიან რთულია. არასდროს ვიცი როგორ ითამაშებენ ისინი.
სულშერი მუდმივად საუბრობს დროზე, ფეხბურთში კი უნდა ადგე და აქ და ახლა უნდა მოიგო. "მანჩესტერი" ჩემი გადმოსახედიდან მშენებლობას ძალიან დიდხანს ანდომებს.
შეხედეთ "ჩელსის", ტომას ტუხელი იანვარში მოვიდა და რა დონის გავლენა მოახდინა გუნდზე. მათ აქვთ სტრატეგია და დეენემი. ისინი უკვე უსწრებენ "მანჩესტერ იუნაიტედს". - ციტირებს შვაინშტაიგერის სიტყვებს საკუთარ Twitter– ის გვერდზე BBC– ს ჟურნალისტი შამუნ ჰაფეზი.