ლონდონის "ჩელსის" ყოფილი დამრიგებელი ანტონიო კონტე მზადყოფნას გამოთქვამს დაუბრუნდეს რა "ნისლიან ალბიონს" და კიდევ ერთი ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიბაროს.
გამომდინარე იქიდან, რომ "წითელი ეშმაკების" ბანაკში, ნორვეგიელი სპეციალისტის ოლე გუნარ სოლსკიაერის თანამდებობაზე დაჩენის საკითხი დღის წესრიგში დადგა, ინგლისელები შესაძლო კანდიდატურებში ანტონიო კონტესაც მოიხსენიებენ.
კონტეს უკანასკნელი სამუშაო ადგილი მილანის "ინტერი" გახლდათ, სადაც , გასულ სეზონში მან იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა გუნდს, რის შემდეგაც თანამდებობა დატოვა და ამ დრომდე თავისუფალია.
აღნიშნული ინფორმაცია Daily Star - ის მიერ არის გავრცელებული. ჩაიბარებს თუ არა კონტე "იუნაიტედს" უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.