თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2021, 20:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1436,
კომენტარები: 8
სულშერისა და კლოპის მოსაზრება რონალდუსა და სალაჰის დუელზე
მედიის გამოხმაურებას კომენტარი მწვრთნელმაც გაუკეთა.
სულშერისა და კლოპის მოსაზრება რონალდუსა და სალაჰის დუელზე
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება ნამდვილად არ მოითხოვს დამატებით მიზეზებს მატჩის მნიშვნელობის აღსაქმელად, მაგრამ კვირის მატჩის წინ ასეთი მიზეზი ნამდვილად არსებობს კრიშტიანუ რონალდუსა და მოჰამედ სალაჰის სახით.

შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ფეხბურთელებმა საკუთარ გუნდებს გამარჯვება მოაპოვებინეს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლებით, რამეთუ სწორედ რონალდუს გოლით დაამარცხა "იუნაიტედმა" "ატალანტა", ხოლო "ლივერპულმა" "ატლეტიკო მადრიდს" სძლია სალაჰის მიერ გამოყენებული თერთმეტმეტრიანით.

ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა სალაჰი და რონალდუ ინგლისური დერბის ფარგლებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და რა თქმა უნდა, იურგენ კლოპსა და ოლე გუნარ სოლსკიაერს ამ დაპირისპირების შესახებ ჰკითხეს.

"ნებისმიერ შეჯიბრში რონალდუს დავუჭერ მხარს. ის უნიკალურია. თუმცა, ახლა სალაჰიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, თუ გვინდა, რომ მის წინააღმდეგ დავიცვათ თავი.

ჩვენი ყურადღება ყველა ფეხბურთელს უნდა მიექცეს და არა მხოლოდ სალაჰს, რა თქმა უნდა. "ლივერპულის" შემტევ ტრიოს ვეთაყვანები. 95 წუთის განმავლობაში უნდა ვითამაშოდ იდეალურად, რათა "მშრალად" შევინახოთ კარი".
- განაცხადა სოლსკიაერმა.

თავის მხრივ კლოპი კი აცხადებს, რომ ეს ორი ფეხბურთელი მსოფლიოს წამყვან მოთამაშეთა რიგებში არიან, მაგრამ რაც მათ აერთიანებთ, ეს არის გოლების გატანის წყურვილი.

"ამაში ეჭვი არასოდეს მეპარებოდა. რატომ უნდა შევადაროთ სალაჰი და რონალდუ? ორივე ხომ მსოფლიო დონის ფეხბურთელები არიან, არა?

მე ვიტყოდი, იმის ფონზე, რომ რონალდუ მარცხენა ფეხით კარგად თამაშობს, სალაჰი ამ მხრივ უკეთესია. ჰაერში კი რონალდუ გაცილებით უკეთესია და მარჯვენაც ფეხით თამაშიც უკეთ გამოსდის. სისწრაფეს რაც შეეხება - ორივე ძალიან სწრაფია და ორივე გოლის გატანაზეა დაგეშილი. ეს არის და ეს".


საგულისხმოა, რომ რონალდუს "იუნაიტედის" მაისურით ჯერ "ენფილდზე" გოლი არ გაუტანია, სალაჰმა კი "ოლდ ტრაფორდზე" უმაყურებოლობის პერიოდში გაიტანა.

გარდა ამისა, 7 მცდელობიდან კლოპმა "იუნაიტედი" მხოლოდ ერთხელ დაამარცხა, რაც ასევე დახურულ კარს მიღმა მოხდა გასული სეზონის მიწურულს.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ILoveUtd
22 ოქტომბერი 2021 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
ბაბუ ვენგერს უჭერს მხარს და მგონი არ იქნება ცუდი ვარიანტი :))))
1
№2
ავტორი: Irakli_Kandelaki
22 ოქტომბერი 2021 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
კავანის გამოყვანა სხვა თუ არაფერი რონალდოს უხდება სასიკეთოთ, რადგან ბენზემას მაგალითის არ იყოს, რონალდოს მეორე ფორვარდი ჭირდება, რომელიც სივრცეებს გაუნთავისუფლებს და მეტ თავისუფლებას მისცემს და ამას ბოლომდე ბრუნო ვერ აკეთებს რადგან ზუსტად ფორვარდი უნდა იყოს და არა ნახევარმცველი. გარდა ამისა კავანი პრესინგსა და გააზრებულ თამაშში ნამდვილად საუკეთესოა. 4 4 2 იც შეიძლებოდა მაგრამ აქ ბრუნოს ადგილიი აღარ რჩება, თორე კავანი და რონალდო ნამდვილად გაასწორებდა.
დიდი ალბათობით კიდევ ორი საყრდენით გამოვა და ათიანზე ბრუნო იქნება, რაც ჩემი მოკრძალებული აზრით მთლად კომფორტული არაა მისთვის, რადგან ნახევარმცველებთან დაშორებულია და მასთან ბურთის ამოტანა უჭირთ, ხოლო თვითონ ცდილობს მოძრაობაში რონალდოს სივრცეებიც შეუქმნას და თან საგოლე გადაცემაც გაუკეთოს, ამიტომ 4 3 3 ალბათ იდეალურია, რადგან ბეეკის პოზიციაც გამოკვეთილი იქნება და პოგბაც და ბრუნოც ზუსტად თავიანთ ადგილზე იქნებიან. მაგრამ შეიძლება ერთი მაკტომინეის ჩამშლელობის ეშინიათ და ვერ რისკავენ!
0
№3
ავტორი: Svanchester
22 ოქტომბერი 2021 21:39
  • სიახლეები: 2771
  • კომენტარები: 3861
რონალდუმდე სალაჰს ძალიან ბერი უკლია, საერთოდ არ შევადარებდი მე პირადად და არც მივაახლოვებდი, სალაჰს ძალიან ძალიან ბევრი აქვს დასამტკიცებელი იქამდე სანამ რონალდუს მოუახლოვდება ასე რომ საერთოდ არ მაინტერესებს სალაჰი. რონალდუ შეასრულებს ზეგ სამი ქულა გვინდა ეგაა ყველაზე მნიშვნელოვანი.
3
№4
ავტორი: ikeoni
22 ოქტომბერი 2021 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
რაც არ უნდა მაგარ ფორმაში იყოს რონისთან ტოლობის ნიშნის დასმა მგონი სასაცილოა :) ეგ ის ბიჭი არაა ჩვენთან ძლივს ერთი გოლი რო გაიატანაა:))
0
№5
ავტორი: Phil Jones
23 ოქტომბერი 2021 00:47
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
სალაჰი არა ტუტანხამონი
0
№6
ავტორი: Buk777
23 ოქტომბერი 2021 08:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Xval rashbordi agiwiokebt ert adgils da didi albatobit sancho gaitans gols eget tamashebshi unda gamoichinos tavi mistvis iqneba dasawyisi xvalidan

Salaxs mesimde da ronaldumde wlovanoba ar eyofa fexburtshi rom darches txutmeti oci weli unda itamashos rac amatma miaxwies ase rom sad erakle sad ... Magari fexburtelia magram ronadustan ver miva verasdros

Au erti gaapobdnen tan am grandebtan sul misdis tamashi sulshers da vnaxot ras izams xval erti sakaifot mougebdnen da ar mida arafeli
0
№7
ავტორი: bendzela
23 ოქტომბერი 2021 11:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
სალაჰი ძაან კარგი მოთამაშე არის მაგრამ რონალდომდე ძაან ბევრი უკლია აი ძაან . რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს სამი ქულა წყალივით გვჭირდება ეხლა ნამდვილად არ არის ქულების დაკარგვის დრო . ალბათ ხვალინდელი შეხვედრა ოლეს ბედს გადაწყვეტს
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
23 ოქტომბერი 2021 14:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფაქტია სასწაულ ფორმაშია სალაჰი. იმედია ჩვენთან არ გამოუვა არაფერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top