მედიის გამოხმაურებას კომენტარი მწვრთნელმაც გაუკეთა.
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება ნამდვილად არ მოითხოვს დამატებით მიზეზებს მატჩის მნიშვნელობის აღსაქმელად, მაგრამ კვირის მატჩის წინ ასეთი მიზეზი ნამდვილად არსებობს კრიშტიანუ რონალდუსა და მოჰამედ სალაჰის სახით.
შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ფეხბურთელებმა საკუთარ გუნდებს გამარჯვება მოაპოვებინეს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლებით, რამეთუ სწორედ რონალდუს გოლით დაამარცხა "იუნაიტედმა" "ატალანტა", ხოლო "ლივერპულმა" "ატლეტიკო მადრიდს" სძლია სალაჰის მიერ გამოყენებული თერთმეტმეტრიანით.
ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა სალაჰი და რონალდუ ინგლისური დერბის ფარგლებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და რა თქმა უნდა, იურგენ კლოპსა და ოლე გუნარ სოლსკიაერს ამ დაპირისპირების შესახებ ჰკითხეს.
"ნებისმიერ შეჯიბრში რონალდუს დავუჭერ მხარს. ის უნიკალურია. თუმცა, ახლა სალაჰიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, თუ გვინდა, რომ მის წინააღმდეგ დავიცვათ თავი.
ჩვენი ყურადღება ყველა ფეხბურთელს უნდა მიექცეს და არა მხოლოდ სალაჰს, რა თქმა უნდა. "ლივერპულის" შემტევ ტრიოს ვეთაყვანები. 95 წუთის განმავლობაში უნდა ვითამაშოდ იდეალურად, რათა "მშრალად" შევინახოთ კარი". - განაცხადა სოლსკიაერმა.
თავის მხრივ კლოპი კი აცხადებს, რომ ეს ორი ფეხბურთელი მსოფლიოს წამყვან მოთამაშეთა რიგებში არიან, მაგრამ რაც მათ აერთიანებთ, ეს არის გოლების გატანის წყურვილი.
"ამაში ეჭვი არასოდეს მეპარებოდა. რატომ უნდა შევადაროთ სალაჰი და რონალდუ? ორივე ხომ მსოფლიო დონის ფეხბურთელები არიან, არა?
მე ვიტყოდი, იმის ფონზე, რომ რონალდუ მარცხენა ფეხით კარგად თამაშობს, სალაჰი ამ მხრივ უკეთესია. ჰაერში კი რონალდუ გაცილებით უკეთესია და მარჯვენაც ფეხით თამაშიც უკეთ გამოსდის. სისწრაფეს რაც შეეხება - ორივე ძალიან სწრაფია და ორივე გოლის გატანაზეა დაგეშილი. ეს არის და ეს".საგულისხმოა, რომ რონალდუს "იუნაიტედის" მაისურით ჯერ "ენფილდზე" გოლი არ გაუტანია, სალაჰმა კი "ოლდ ტრაფორდზე" უმაყურებოლობის პერიოდში გაიტანა.
გარდა ამისა, 7 მცდელობიდან კლოპმა "იუნაიტედი" მხოლოდ ერთხელ დაამარცხა, რაც ასევე დახურულ კარს მიღმა მოხდა გასული სეზონის მიწურულს.
წყარო:
manutd.com