მოლოდინი რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი ამ სეზონში მაინც მიიღებდა სათამაშო დროს არ გამართლდა, დონი სათადარიგო სკამის აქტიური წევრია.
გამომდინარე ამ ყველაფრიდან, მან "ოლდ ტრაფორდი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შესაძლოა დატოვოს.
ცნობილი საინფორმაციო წყაროს Sky Sports - ის მიერ გავრცელებული ცნობით, ფეხბურთელის გადაბირებით "იუვენტუსი" ინტერესდება.
ბუნებრივია, რომ ჰოლანდიელს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს. გარდა იტალიური გრანდისა, ნახევარმცველს ახლადგამდიდრებული "ნიუკასლიც" უთვალთვალებს.
მიმდინარე სეზონში, ოლე გუნარ სოლსკიაერმა 24 - წლის ბეეკი პრემიერ ლიგის მხოლოდ ერთ ტურში ათამაშა, გასაკვირი არ იქნება ის ფაქტი, რომ მის პირადი მონაგარის გრაფაში ნოლიანები წერია.
ჭორები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.