თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2021, 16:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1296,
კომენტარები: 4
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ რწმენა იყო უმთავრესი მიზეზი, რამაც "ატალანტასთან" გამარჯვება მოუტანა მის გუნდს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებული გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის ლიდერობა აიღო ხელში.

გამარჯვების შემდეგ სოლსკიაერმა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას თავისი მოსაზრება გამოხატა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით:

შეტევა, შეტევა, შეტევა

"დღეს დაწყებიდან დასრულებამდე შემტევი თამაში მიმდინარეობდა. ეს იყო შეტევაზე ორიენტირებული გუნდი, რომლებსაც თავდასხვა სურდა. ალბათ, შეტევების დასრულებას ნაადრევად ვცდილობდით და სარისკო პასების კეთებით ბურთსაც მარტივად ვთმობდით, მაგრამ ეს არის ჩვენი დნმ. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სირბილი შეუძლიათ და ფეხბურთელები, რომლებიც ჭკვიანურ პასებს აკეთებენ. მაგრამ ორი შანსიდან ორივე გაგვიტანეს და 0-2 ვმარცხდებოდით. ეს ძალიან რთული მდგომარეობაა და არც კი მესმოდა, როგორ შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს. ბახ, ბახ და 0-2 აგებ, მაგრამ რწმენა შევინარჩუნეთ და ეს იყო სწორედ გადამწყვეტი".

შეტყობინება შესვენებისას


"შემდეგ გოლი გაიტანეთ თქვენ და მატჩს მოიგებთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ მეტ გოლს აღარ გავუშვებდით, მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდებოდა, რადგან მომენტებს პირველ ტაიმშიც ვქმნიდით და საქმე მხოლოდ მათ გამოყენებაში იყო. თამაშით ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი. ვგრძნობდი, რომ მატცის მიმდინარეობისას სულ უფრო და უფრო ვუმატებდით და ასეც მოხდა საბოლოოდ. ქება-დიდება ფეხბურთელებს, მართლაც კარგად ითამაშეს".

რეშფორდის მორიგი გოლი


"მარკუსის ჩარბენების ხარჯზე პირველ ტაიმშიც გვქონდა შანსები და ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ბოლოს მიღებული დაზიანება. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა."

მომაკვდინებელი ჰარი


"ჰოო, ამ შესრულებას კი ვერ ვიჯერებ, რადგან დღეს დილას ვარჯიშზე ძალიან კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. დარწმუნებული ვარ, მასაც არ სჯერა, რომ ასეთი გოლი გაიტანა. ეს იყო ინსტინქტით გატანილი გოლი".

უდრეკი რონალდუ


"კარის წინ დიდებულია. თუ ვინმეს მისი შრომისუნარიანობის ან მიდგომის გაკრიტირება უნდა, ეს თამაში აჩვენეთ. უყურეთ, როგორ მოძრაობს ყველგან. თავური გოლი არ იყო იმ კატეგორიიდან, რომელიც "რომას" გაუტანა, მაგრამ მას ჯერ კიდევ აქვს დროის შერჩევის ისეთი უნარი და საგოლე ალღო, როგორიც არავის."

გულშემატკივარმა თავისი საქმე გააკეთა

"უბრალოდ რწმენის საკითხია, როცა ეს გულშემატკივარს ეხება და სწორედ ამას გრძნობდნენ, როცა დაინახეს, როგორ გამოვიდნენ მოედანზე ფეხბურთელები მეორე ტაიმში. მატჩის დაწყებამდეც ვუთხარი, რომ თუ მოედანზე გავიდოდით და თამაშში ყველაფერს ჩავდებდით, ზურგს გულშემატკივრები აუცილებლად გაგვიმაგრებდნენ. ამ სტადიონზე ისინი ყოველთვის ამას აკეთებენ. მომღერალი სტენდი და "წითელი არმია" უბრალოდ დაუჯერებელი იყვნენ".

მდგომარეობა ჯგუფში


"მე ვთქვი, რომ თუ საშინაო მატჩებს მოიგებ და გასვლაზეც მიაღწევ გარკვეულ შედეგს, ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გექნება. დღეს დიდებული შედეგი დავაფიქსირეთ. "იანგ ბოიზთან" მატჩი ნელა დავიწყეთ და გულახდილები რომ ვიყოთ, წითელმა ბარათმა შეცვალა თამაში, რამაც იმედი გაგვიცრუა. "ვილიარეალთან" კარგად არ გვითამაშია, მაგრამ სამი ქულა მაინც ავიღეთ და ბოლომდე მივიყვანეთ საქმე, დღევანდელი საღამო კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთიანობის, სულისკვეთებისა და ბრძოლისუნარიანობის მხრივ, რაც მეორე ტაიმში გამოვავლინეთ რწმენისა და ზეწოლის ფონზე. როგორც უკვე ვთქვი, გულშემატკივრებმა მოგვცეს ეს მუხტი. ენერგია, რომელიც მეორე ტაიმში ვიგრძენით გულშემატკივრებისგან, საოცარი იყო".

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
4 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
21 ოქტომბერი 2021 17:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მომენტების რეალიზება ისეც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მწვრთნელს რო სათანადო ტაქტიკა არ აქვს და სათანადო მიდგომები ამას უკვე ყველა ვხედავთ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კიდე 2 საყრდენით თამაში მგონია, მითუმეტეს როცა ამ ორიდან ერთი ფრედია და ერთი მაკტომინეი. გავიდა თუ არა სკოტი ამოისუნთქა გუნდმა და გამოჩნდა ცენტრში ხაზები და ასე თუ ისე დალაგდა ზონებო პოგბას შემოსვლით. არ ვიცი ასე როდემდე გაგრძელდება, ძაან რთულ მდგომარეობაშია ოლე, წკიპზე დადის ყოველ თამაშში.

რაც შეეხება ამდენი მომენტია განიავებას, კი ფეხბურთელმა თავად უნდა შეასრულოს და დიდწილად ამ შემთხვევაში მისი ბრალია თუ ხელსაყრელიდან ვერ იტანს მარა აქაც ხო მწვრთნელი ფაქტორი დიდია. 5 რეალური შანსი რო იქმნება და ვერცერთი ვერ გაგვაქვს, საპირისპიროდ კი ატალანტას ბახ ბახ და 2 გოლი გააქვს, როგორც ოლე იტყოდა, ესე იგი იქ მთლიანად გუნდში, რაღაც უკეთ მუშაობს. ეს არც პირველი შემთხვევაა და არც ბოლო იქნება, როცა ამდენი მომენტი ნიავდება.

აი რაშფორდი ვერა და ვერ დაღვინდა თუ რაც ქვია. უსაზღვრო პოტენციალის ფეხბურთელია, სისწრაფე, პასი, დარტყმა ყველაფერ აქვს მარა მაგისი მთავარი პრობლემა - არასწორი გადაწყვეტილებებია, უაზროდ ცუდად აფასებს მომენტებს, სადაც საჭირო არაა პასს აკეთებს, სადაც საჭიროა არაა იქ ურტყამს და მთელი კარიერაა ასეა. აქ მწვრთნელმაც უნდა იმუშაოს. გუშინ მაგალითად რონალდომ რო გააფუჭა და ამას მერე ლამის ცარიელ კარში მიუვიდა ბურთი და არც უფიქრია მარცხენათი რო ამოსცხო. რონალდო იქით ეხსნენოდა. მცველი გვერდზე არ ედგა და რა გადაწყვეტილებაა რაარი, კი ბატონო ასეთი ყველას შეიძლება მოუვიდეს მარა ეს ყველა თამაშში 1-2 ს მაინც ასეთებს აფუჭებს. ყველა მაზავს მარა ამას ხასიათში გადაუვიდა უკვე და იმედია ისწავლის ბოლოს და ბოლოს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.
0
№2
ავტორი: Phil Jones
21 ოქტომბერი 2021 17:45
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რა ბახ ბახ ოლე :))))
0
№3
ავტორი: ikeoni
21 ოქტომბერი 2021 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
იმედია შეიცვლება სიტუაცია და გუნდიც მიიღებს მუხტს ..და სანდროს თქმის არ იყოს ეს ორი საყდენი რავი აბა ...
0
№4
ავტორი: PaLoMo
22 ოქტომბერი 2021 23:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
არა რა მაინც ასწორებს ქამბექი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top