პირველი ტაიმი "იუნაიტედმა" იტალიურ გუნდთან 0-2 წააგო, მაგრამ მიუხედავად ამისა, გასახდელში გასვლისას გულშემატკივრებმა ფეხბურთელები ტაშითა და გამამხნევებელი შეძახილებით გააცილეს.
მატჩის შემდეგ კლუბის ტელევიზიასთან საუბრისას კაპიტანმა აღნიშნა, რომ გულშემატკივრებმა უდიდესი როლი ითამაშეს მიღწეულ გამარჯვებაში:
"შესვენებისას ეს გულშემატკივრები ტაშს გვიკრავდნენ და გვამხნევებდნენ, ასე რომ, მათ შექმნეს მთავარი სხვაობა. მათ მოგვცეს ეს ენერგია, მათ მოგვცეს ეს რწმენა და ჩვენ მივაღწიეთ შედეგს, რომელიც მათ დაიმსახურეს.
დღევანდელი საღამო განსაკუთრებული იმ გამოვლენილი ერთიანობის, სულისკვეთებისა და ბრძოლისუნარიანობის მხრივ, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ მეორე ტაიმში და როგორც უკვე ვთქვი, ეს ყველაფერი გულშემატკივარმა შთაგვაგონა.
მეორე ტაიმში გულშემატკივრებისგან წამოსული ენერგია გასაოცარი იყო".