თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2021, 15:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 967,
კომენტარები: 5
რეშფორდმა ტრავმა მიიღო
მარკუსის თამაში "ლივერპულთან" საეჭვოა.
რეშფორდმა ტრავმა მიიღო
"ატალანტასთან" მიღებული დაზიანების შემდეგ მარკუს რეშფორდი "ლივერპულთან" დაპირისპირებისათვის ფორმაში ყოფნისათვის იბრძვის.

მაისში გამართული ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ ინგლისელმა შემტევმა პირველი მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში და თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა.

24 წლის ფეხბურთელი 66-ე წუთზე იძულებით შეცვალა მთავარმა მწვრთნელმა, რადგან მან ბარძაყის ტრავმა მიიღო.

მატჩის შემდეგ ოლე გუნარ სოლსკიაერს ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა მზად მარკუსი "ლივერპულთან" დაპირისპირებისთვის, რის შესახებაც განაცხადა: "არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება. ბარძაყის ტრავმა მიიღო და ზოგჯერ ამას იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე გგონია, მაგრამ თუ კარგად ვუმკურნალებთ, გამოჯანმრთელდება."

გდანსკში "ვილიარეალთან" გამართული შეხვედრის შემდეგ რეშფორდმა ინგლისის ნაკრების რიგებშიც იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, მოგვიანებით კი ოპერაცია გაიკეთა.

"ძალიან ბევრს შრომობდა. ტრავმისა და ოპერაციის გამო კონტაქტური ვარჯიში არ შეეძლო, მაგრამ ფიზიკურად ბევრს ვარჯიშობდა და სწორედ ამ კომპონენტში მოუმატა ძალიან. ახლა საქმე ფეხბურთთან დაბრუნებაში და ის უბრუნდება კიდეც.

მარკუსი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ თავის თამაშზეც ბევრი უნდა იმუშაოს და კონტაქტური ვარჯიშების გარეშე აკეთებდა ამას. ეს "ატალანტასთან" მატჩშიც გამოჩნდა და ძალიან კარგი გოლიც გაიტანა".
, - განაცხადა სოლსკიაერმა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Irakli_Kandelaki
21 ოქტომბერი 2021 16:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
არა შედარებით მაინც გამოაცოცხლა მარცხენა ფლანგი. ფლანგის მცველებიდან უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო შეტევაში.
0
№2
ავტორი: ikeoni
21 ოქტომბერი 2021 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ძალიან მაგარი ბიჭია ეს მიზანი აქვს გამოსასწორებელი და მეჯრა რო მაგასაც მიხედავს
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
21 ოქტომბერი 2021 17:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჯერ არ დაბრუნებულა და ასე მალე ტრავმა... იმედია იქნება ლივერპულთან
0
№4
ავტორი: Rashford10
21 ოქტომბერი 2021 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
Manchestershi yvelaze metad amas vgulshematkivrob da mjera rom tavisi taobis ert-erti sauketeso iqneba imedia mizans gamoasworebs atalantastan minimum kidev 2 unda gaetana da tan arcise cudad dabrunda 2 tamasshi 2 goli amdenxniani travmis shemdeg kargia
0
№5
ავტორი: David_Beckham7
22 ოქტომბერი 2021 21:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
მარკუსი ზუსტი დარტყმებით არც აწამდე გამოირჩეოდა. მისი პლიუსი სისწრაფე და ტექნიკაა რაც ძაან კარგად გამოავლინა ამთამაშში, და უთამაშებელზე კაი დამრტყმელებიც აცილებენ იმედია ფორმაში რო შევა კიდე მოუმატებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top