თბილისი:
მანჩესტერი:
16-10-2021, 12:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1042,
კომენტარები: 4
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ოლე გუნარ სოლსკიაერმა ხელმისაწვდომი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ოლე გუნარ სოლსკიაერმა "ლესტერ სიტისთან" მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გუნდის მდგომარეობის შესახებ ახალი ცნობები გაავრცელა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს "იუნაიტედის" პირველი მატჩი იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფეხბურთელთა უმრავლესობა მაინც დაკავებული იყო სანაკრებო დონეზე თამაშით.

ინგლისის ნაკრების რიგებში ითამაშა ლუკ შოუმ, რომელსაც მცირე დაზიანება ჰქონდა მიღებული კლუბის რიგებში, თუმცა იგივე ვერ შეძლო ჰარი მაგუაიერმა, რომელიც "ასტონ ვილასთან" მატჩში დაშავდა.

ტრავმა მიიღო ასევე კაპიტნის პარტნიორმა რაფაელ ვარანმაც, რაც იმას ნიშნავს, რომ შაბათის მატჩში, დიდი ალბათობით, ერიკ ბაიი და ვიქტორ ლინდელოფი ითამაშებენ.

"დიახ, როგორც იცით, სანაკრებო პაუზების დროს თითები უნდა გადააჯვარედინო და საუკეთესოს მოლოდინში იყო. რაფაელმა ტრავმა მიიღო და რამდენიმე კვირა არ იქნება, სამაგიეროდ კი ერიკ ბაიიმ და ლინდელოფმა კარგი სათამაშო პრაქტიკა მიიღეს და ეს კარგია",
- განაცხადა ოლე გუნარმა.

იმასთან ერთად, რომ მარკუს რეშფორდი გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზად არის, გუნდს დააკლდებიან ფრედი და ედინსონ კავანი, რომლებმაც პარასკევს დილას ერთმანეთის წინააღმდეგ გამართეს მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

"ფრედისა და კავანისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ისინი ამ მატჩში არ იქნებიან, რადგან სანაკრებო შეხვედრა ახლახან ითამაშეს. მათ დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის დროს მივცემთ, რაც, რა თქმა უნდა, აუცილებელია.

მათ კარგი მატჩი ჩაატარეს და ეს ჩვენთვის კარგია. ტრავმა არ აქვთ, ამიტომ შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე იქნებიან ხელმისაწვდომნი",
- დაამატა მწვრთნელმა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: dzia_David
16 ოქტომბერი 2021 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ფრედი თუ არ იქნება, იმედია მატიჩით არ დავმძიმდებით და ეხლა მაინც დავჯერდებით ერთ საყრდენს.
0
№2
ავტორი: Buk777
16 ოქტომბერი 2021 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Dges mogeba ole mogeba
0
№3
ავტორი: ikeoni
16 ოქტომბერი 2021 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
დღეს უნდა მოვიგოთ ოლეგ
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
18 ოქტომბერი 2021 14:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა შეიცვალა პაუზის მერე... მაინც არაფერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top