"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა ჯესი ლინგარდმა ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მას გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში დაეხმარა.
ლინგარდი მოურინიოს ხელმძღვანელობით "იუნაიტედში" თამაშობდა და მასთან კარგი ურთიერთობაც ჰქონდა, რომლის განმაცლობაშიც ლიგის თასი და ევროპა ლიგა მოიგეს ერთად.
თუმცა, ფეხბურთელი ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ კლუბში დაბრუნებულს უკვე სხვა როლს არგუნებდა მწვრთნელი, რადგან მას მისი ტრავმის გაგონებაც კი არ სურდა. "მაშინ მოურინიო იყო "იუნაიტედის" მწვრთნელი და... დიახ, მას ძალიან არ მსოწონდა თავისი ფეხბურთელების ტრავმა, ამის გაგონებაც კი არ უნდოდა.
მე კი მიკვირდა, "ჩემი ბრალი ხომ არ არის, არა, ბოს?" თუმცა, მე და ჟოზეს ძირითადად კარგი ურთიერთობა გვქონდა.
ჩემთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. მთელ ამ ტრავმიანობამდე მენდობოდა და მნიშვნელოვან თამაშებში მათამაშებდა. ერთად ტიტულები მოვიგეთ და მან მე გამარჯებულად მაქცია.
ტრავმიანობის მხრივ კი, დიახ, რთულად იყო საქმე, რადგან ამის გაგონებაც კი არ უნდოდა", - განაცხადა ლინგარდმა.