ყველაფერი დაიწყო 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში, ოღონდ ვსაუბრობ, "ემიუსა" და "რეალის" შეტაკებაზე. აქ ვიგრძენი, რომ ჩემპიონთა ლიგა დაიწყო და აქ მივხვდი, რომ მე ორი სასიამოვნო საღამაო გარანტირებული მქონდა, თუმცა როგორც ჩანს ვცდებოდი. ყველაფერი "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაიწყო. "წითელი ეშმაკების" არმიას სერ ალექს ფერგიუსონი მოუძღვებოდა "რეალის" მოედანზე-ინგლისელი ღირსეული ტიტანები და ღირსეული ფანები ბოლომდე წაყვნენ "მანჩესტერ იუნაიტედს". ეს ერთი გამოსვლა და მოედანზე გამოვიდა როგორც ჩანს, მსაჯის იმედად მყოფი მადრიდის "რეალი" ჟოზე მაურინიოს მეთაურობით. ყველაფერი საოცრად დაიწყო ნელ-ნელა უფრო და უფრო ვრწუმნდებოდი, რომ ეს მატჩი გაამართლებდა, მაგრამ გული მტკიოდა, რომ სხვა გუნდი გააგრძელებდა ასპარეზეობას და ამ ორიდან ერთ-ერთს ვეღარ ვიხილავდით. ყველაფერი დაიწყო მკაცრი შეტევებით, თუმცა ყველაზე სარფიანი შეტევა იყო კუთხური, რომელიც ინგლისელებმა ჩამოაწოდეს და ამ ბურთს დანი ველბეკმა თავი დაუხვედრა-რამხელა ვიყვირე ამის დაკონკრეტება საჭირო არ არის-წავიდა ბურთზე დიეგო ლოპესი, მაგრამ ჭეშმარიტებს ვერ გაექცა და ტიტანების ბრძოლაში ველბეკმა ანგარიში გახსნა, თუმცა აქ იყო რონალდო, რომელმაც მადრიდლეთა ჩამოწოდებულ ბურთს თავი დაუხვედრა, იქ ჩავარდა ევანსის ფლანგი და ამ დარტყმის შემდეგ წონასწორობა აღდგა. პრინციპულად გვწყინდა "ემიუს" ფანებს ეს გოლი, მაგრამ ჩვენ გოლს მეტი ძალა ჰქონდა საბოლოო ჯამში.

ბევრი იომეს გუნდებმა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა გარდა ანგარიშისა. იმედიანად ვიყავი და გული მანჩესტერის გამარჯვებას მეუბნებოდა, თუმცა გული შეცდა. მე ვიცი, რომ ამაზე ბევრი გამოხმაურებაა, მაგრამ იმ დიდ სიმრავლეს მეც მინდა მივუმატო. ვწუხვარ, რომ ფეხბურთის საფლავში ჩადება ჩემს საყვარელ სტადიონზე ვიხილე.
მეორე 90 წუთი დაიწყო და ამჯერად ჩვენ ვართ მასპინძლის როლში."რეალი" ბევრს უტევს, თუმცა უაზროდ "ემიუ" ცოტას, თუმცა აზრიანად.საბოლოო ჯამში გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსი ბურთის გამოტანას ლამობს, თუმცა უშედეგოდ. 4 ნოემრი ფეხებში უძვრენს დიეგო ლოპესს ბურთს და ავტოგოლის ავტორი ხდება-სლენგზე "აჭმევს დირკას". მადრიდელებს იმედი აქვთ გადაწურული, მაგრამ შაკირი რის შაკირია, თუ სისულელე არ ქნა და ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდისას აგდებს ლუის ნანის.

ყველა შოკშია. "რეალის" ფანებიც კი, თუმცა ისინი მსაჯის გადაწყვეტილებას აფსურდს უწოდებენ. შესაძლოა გატყდეს ისეთი დიდი გუნდი, როგორიც "მანჩესტერია" აქ სასწაული არაფერია და ჯერ ლუკა მოდრიჩს შორიდან, შემდეგ კი რონალდუს ახლოდან გააქვთ გოლები "ემიუსთვის". ფერგიმ იცის და ბიჭებმაც იციან, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, იბრძვიან, თუმცა დრო მთავრდება შაკირი აძლევს მსაჯს და უკანსკნელ მუჭ მიწას აყრის ფეხბურთს. ქელეხი არავინ იცის როდისაა, თუმცა 40 დღე რთული დასადგენი არ არის. "ოლდ ტრაფორდზე" 2013 წლის 5 მარტს დაიმარხა ფეხბუთი და ეს დღე შევიდა, როგორ თურქი არბიტრის ისტორიაში, ასევე "რეალის" ისტორიაში სამარცხვინო თარიღად, რადგან გავიდნენ ლაჩრულად და გავიდნენ მსაჯთ. "ემიუმ" კი უნდა იამაყოს, რომ ტიტანი გუნდია და ასეთ რაღაცას არავის აკადრებინებს. შედეგი ისაა, რომ გადის "რეალი", მაგრამ სახელი და განდიდება ეძღვნება "ემიუს". იმ ეტაპზე ალბათ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ფაქტია, რომ "რეალი" შერცხვა, ხოლო "წითელმა ეშმაკებმა" ფერგის მეთაურობით თავისი სიდიადე კვლავ გამოკვეთეს.
მათე წიკლაური.