თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2021, 12:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1367,
კომენტარები: 5
ლინგარდით ევროპული გრანდები ინტერესდებიან
ჯესი ლინგარდი ამჯერად გრანდების რადარზე მეოქცა.
ლინგარდით ევროპული გრანდები ინტერესდებიან
თუ ჯესი ლინგარდი სეზონის ბოლო თავისუფალი აგენტის სტატუსით "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას შეეცდება, "მილანი" და "ბარსელონა" მას საკუთარ რიგებში გადაბარგებას შესთავაზებენ.

ლინგარდმა გასულ თვეში "იუნაიტედის" მხრიდან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გაკეთებულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, ამიტომ იგი ვარიანტების განხილვას აპირებს.

28 წლის ფეხბურთელს სურდა, სცოდნობა, რამდენ სათამაშო დროს მიიღებდა ჯეიდონ სანჩოსა და კრიშტიანუ რონალდუს შეძენის შემდეგ.

მან კი ერთადერთი შეხვედრა დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან - ლიგის თასზე "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ - და ინგლისის ნაკრებში უფრო მეტი დრო გაატარა მოედანზე, ვიდრე თავის კლუბში.

ჯესის სურს, მომდევნო წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გარეთ საუთგეითის გეგმებში ფიგურირებდეს, ამიტომ მეტ სათამაშო დროს მოითხოვს.

სწორედ ამიტომ, თუკი სიტუაცია არ გამოსწორდება, ლინგარდი კლუბთან 20-წლიან კავშირს გაწყვეტს და სხვა გუნდში გადავა.

ოლე გუნარ სოლსკიაერს მისი შენარჩუნება სურს და შესაძლოა, გაუმჯობესებული კონტრაქტიც შესთავაზოს ან უფასოდ გაშვების ნაცვლად იანვარში ეცადოს მის გაყიდვას.

1 იანვრიდან ჯესის მოლაპარაკებების დაწყების უფლება ეძლევა უცხოურ გუნდებთან და მოსალოდნელია, რომ "მილანი" და "ბარსელონა" მას საკუთარ რიგებში შესთავაზებენ ადგილს, თუმცა თავისუფალი აგენტის სტატუსის ქონის შემთხვევაში.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 ოქტომბერი 2021 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
უფასოდ არ უნდა წავიდეს !!
1
№2
ავტორი: Phil Jones
14 ოქტომბერი 2021 21:59
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ბარსელონამ რომ ეს იყიდოს თან დიდ ფულში ეგ იქნება სიმბოლური :))) ისე რონალდინიოს მერე ვერასდროს ვერ ვიტანდი ბარსას მაგრამ ეხლა ამ მდგომარეობაში რო ვხედავ მეც მიტყდება:((
0
№3
ავტორი: united samudamod
15 ოქტომბერი 2021 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
80 90მილიონი და გაძლევთ
0
№4
ავტორი: tupaca
15 ოქტომბერი 2021 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ეს თუ უფასოდ წავიდა სულშერიდან დაწყებული ფლეჩერით დამთავრებული ყველას უნდა ვაგინო! მშვენიერ 25 მილიონს იხდიდა ვესთჰემი და გაეყიდათ მაშინ, არ მეგონა ამას ოდესმე თუ ვიტყოდი მაგრამ კაი ფორმაშია აშკარად და იმსახურებს თამაშს
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
18 ოქტომბერი 2021 14:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დიდი ალბათობით ზაფხულში წავა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top