"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, ედინსონ კავანის თანამემამულე გუსტავო პოიეტი ურჩევს, იანვარში კლუბი დატოვოს.
გასული სეზონი კავანიმ შედეგიანად ჩაატარა, მაგრამ მიმდინარეში იგი კრიშტიანუ რონალდუს ალტერნატივად ითვლება და ძირითადად სათადარიგოთა სკამზე ხვდება.
მან მხოლოდ 1 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან, რის საფუძველზეც პოიეტი მას ურჩევს, რომ კარიერის ბოლო წლებში სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არ შეეგუოს.
"არ გაუმართლა, რადგან რონალდუს მოსვლამდე იგი ძირითადის ფორვარდად ითვლებოდა. "მანჩესტერ სიტის" თანამონაწილეობით "იუვენტუსის" მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ყველაზე მეტად ერთი ადამიანი დააზარალა და ეს არის კავანი.
ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ იანვარში წავა. მას ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ მის ადგილას მე ამაზე ვიფიქრებდი - ნაკრებშიც აღარ თამაშობს სრულ 90 წუთს, რადგან საკლუბო მატჩებში პრაქტიკა არ აქვს", - განაცხადა პოიეტმა"