კრიშტიანუ რონალდუსთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია.
კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა, გახდა რა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრების რიგებში 10 ჰეთ-ტრიკი შეასრულა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა თავისი 113-ე, 114-ე და 115-ე გოლები გაიტანა პორტუგალიის ნაკრების მაისურით, როცა ლუქსემბურგთან შეხვედრაში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.
36 წლის ფეხბურთელმა მატჩის დაწყებიდან 8 წუთში გახსნა ანგარიში თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან, 5 წუთში კი მეტოქეს კვლავ პენალტიდან გაუტანა მეორე გოლი.
ბრუნო ფერნანდეშმა და პალნინიამ თითო გოლი გაუტანეს მეტოქეს, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი რონალდუმ რუბენ ნევეშის საგოლე გადაცემით ისარგებლა და კარიერის 58-ე ჰეთ-ტრიკი შეასრულა.
რონალდუმ თავისი მეცხრე სანაკრებო ჰეთ-ტრიკი 2019 წელს გაიფორმა ლიტვა ნაკრების წინააღმდეგ, რითაც შვედი სვენ რიდელის საუკეთესო შედეგი გაიმეორა ნაკრების რიგებში შესრულებული ჰეთ-ტრიკების რაოდენობით. ლუქსემბურგთან მატჩში კი მან ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა.
გარდა ამისა, კრიშტიანუ რონალდუ ასევე რეკორდსმენია ნაკრების რიგებში გატანილი ყველაზე მეტი გოლის მიხედვითაც.
წყარო:
MANUTD.COM