თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2021, 00:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 940,
კომენტარები: 7
რონალდუს მორიგი რეკორდი
კრიშტიანუ რონალდუსთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია.
რონალდუს მორიგი რეკორდი
კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა, გახდა რა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრების რიგებში 10 ჰეთ-ტრიკი შეასრულა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა თავისი 113-ე, 114-ე და 115-ე გოლები გაიტანა პორტუგალიის ნაკრების მაისურით, როცა ლუქსემბურგთან შეხვედრაში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.

36 წლის ფეხბურთელმა მატჩის დაწყებიდან 8 წუთში გახსნა ანგარიში თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან, 5 წუთში კი მეტოქეს კვლავ პენალტიდან გაუტანა მეორე გოლი.

ბრუნო ფერნანდეშმა და პალნინიამ თითო გოლი გაუტანეს მეტოქეს, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი რონალდუმ რუბენ ნევეშის საგოლე გადაცემით ისარგებლა და კარიერის 58-ე ჰეთ-ტრიკი შეასრულა.

რონალდუმ თავისი მეცხრე სანაკრებო ჰეთ-ტრიკი 2019 წელს გაიფორმა ლიტვა ნაკრების წინააღმდეგ, რითაც შვედი სვენ რიდელის საუკეთესო შედეგი გაიმეორა ნაკრების რიგებში შესრულებული ჰეთ-ტრიკების რაოდენობით. ლუქსემბურგთან მატჩში კი მან ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა.

გარდა ამისა, კრიშტიანუ რონალდუ ასევე რეკორდსმენია ნაკრების რიგებში გატანილი ყველაზე მეტი გოლის მიხედვითაც.

წყარო: MANUTD.COM
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
14 ოქტომბერი 2021 02:32
  • სიახლეები: 1831
  • კომენტარები: 3306
პროფესიონალიზმის ცალსახა მაგალითი !!! საუკეთესო
0
№2
ავტორი: PaLoMo
14 ოქტომბერი 2021 08:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 3496
1იც გაგეტანათ ხო შეიძლებოდა?

http://prnt.sc/1w2qy7y
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: Buk777
14 ოქტომბერი 2021 10:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 459
Reshborti iqneba lestertan ganacxadshi didi albatobit itamashebs
0
№4
ავტორი: Irakli_Kandelaki
14 ოქტომბერი 2021 10:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
4 3 3 ზე უნდა გადაერთოს გუნდის ტაქტიკა, თორე ასე ვერ გავფრინდებით კი ვხედავთ რომ ფეხბურთელები თავიანთ შესაძლებლობებს ვერ ავლენენ.

არა და ამ დროს საუკეთესო მწვრთნელი სწორედ ისაა ვინც აძლევს საშუალებასა და გარემოებას ფეხბურთელებეს გამოავლლინონ საუკეთესო უნარჩვევეი და არა პირიქით.
0
№5
ავტორი: kashmara
14 ოქტომბერი 2021 11:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 811
რა მაკრტელას იტანდა გამიტყდა სად აუგო მეკარემ... მართლა მაგარი კაცია ეს ახალგაზდა რუნი და სქოულზი მოგვცა გუნდი ვერ მოუგებდა წლები
0
№6
ავტორი: ikeoni
14 ოქტომბერი 2021 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10044
უბრალოდ შეუდარებელია ❤️
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
18 ოქტომბერი 2021 14:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 10177
გაუჭირდებოდა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

3 დეკემბერი 2021, 00:15
იუნაიტედი
არსენალი
პრემიერ ლიგა
5 დეკემბერი 2021, 18:00
იუნაიტედი
კრისტალ პალასი
პრემიერ ლიგა
9 დეკემბერი 2021, 00:00
იუნაიტედი
იანგ ბოიზი
ჩემპიონთა ლიგა
არსენალი3 დეკემბერი
კრისტალ პალასი5 დეკემბერი
იანგ ბოიზი9 დეკემბერი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

28 ნოემბერი 2021, 20:30
ჩელსი1
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
23 ნოემბერი 2021, 21:45
ვილიარეალი0
იუნაიტედი2
ჩემპიონთა ლიგა
20 ნოემბერი 2021, 19:00
უოტფორდი4
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
ჩელსი28 ნოემბერი
ვილიარეალი23 ნოემბერი
უოტფორდი20 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top