თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2021, 23:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1238,
კომენტარები: 2
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ხელმისაწვდომი და მიუწვდომელი ფეხბურთელები "ლესტერთან" დაპირისპირების წინ.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
სანაკრებო პაუზის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" შაბათს პრემიერ ლიგაში ასპარეზობას "ლესტერ სიტისთან" ვიზიტით განაახლებს.

"წითლები" ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებენ პრემიერ ლიგაში 7 მატჩში აღებული 14 ქულით და ტურნირის ლიდერ "ჩელსის" 2 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო "ლესტერმა" სეზონი გაცილებით ცუდად დაიწყო და აგვისტოს შემდეგ ჩატარებულ 4 მატჩში ვერ ახერხებდა გამარჯვების მოპოვებას.

ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა სანაკრებო პაუზამდე მორიგი იმედგაცრუება განიცადა, როცა ფრედ ეთამაშა "ევერტონს", ხოლო "ლესტერ სიტისთან" გამოყვანილი სასტარტო შემადგენლობა 2 ოქტომბერს გამოყენებული ფეხბურთელებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.

მაგ. გუნდს რამდენიმე კვირით გამოაკლდა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას ტრავმირებული რაფაელ ვარანი, რომელმაც ერთა თასის ფინალში მიიღო დაზიანება და პირველივე ტაიმში შეცვალეს.

მისი პარტნიორი ჰარი მაგუაიერი კი "ასტონ ვილასთან" სექტემბერში ჩატარებული მატჩის შემდეგ უქმობს და მან უკვე გამოტოვა ორი მატჩი "ევერტონთან" და "ვილიარეალთან".

დაცვის ხაზში სხვა დაზიანებები არ არის, მაგრამ გუნდს ასევე ვერ დაეხმარება ფრედი, რომელიც პარასკევს დილით ედინსონ კავანის ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება, რის გამოც, შესაძლოა, გუნდთან შეერთება და მატჩისთვის მზადყოფნა ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლოს.

რაც შეეხება შეტევას, აქ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, ვინაიდან გუნდთან ერთად სრულყოფილ ვარჯიშებს დაუბრუნდა მარკუს რეშფორდი, რომელიც მხრის ოპერაციის გამო 4 თვე უქმობდა. 23 წლის შემტევი ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ პირველად შეიძლება ვიხილოთ გუნდის განაცხადში. მასთან ერთად კი გუნდს უბრუნდება ამად დიალოც.

ჯეიდონ სანჩომ, ბრუნო ფერნანდეშმა და კრიშტიანუ რონალდუმ სრულყოფილად იასპარეზეს ნაკრებების რიგებში და მოსალოდნელია, რომ თითოეული მათგანი იყოს მზად შაბათის შეხვედრისთვის. იგივე ეხება ენტონი მარსიალს, ჯესი ლინგარდსა და მეისონ გრინვუდსაც.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 ოქტომბერი 2021 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
აუცილებლად მოსაგებია ეს თამაში
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
18 ოქტომბერი 2021 14:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მომდევნო მატჩები იქნება გარდამტეხი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top