"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი პოზიტიურ ამბავს ავრცელებს თავის ტრავმასთან დაკავშირებით, რომელიც სექტემბერში "ასტონ ვილასთან" მატჩში მიიღო.
2019 წელს "ლესტერიდან" "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების შემდეგ მაგუაიერს ფაქტიურად არ გამოუტოვებია არცერთი მატჩი, მაგრამ ამჟამად ვერ ახერხებს თამაშობს.
"ოლდ ტრაფორდზე" "ვილასთან" წაგებულ მატჩში მიღებული ტრავმის შედეგად ჰარიმ "ევერტონთან" და "ვილიარეალთან" დაპირისპირებები გამოტოვა პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე შესაბამისად.
შედეგად, "წითლების" კაპიტანი არც სანაკრებო შეკრების დროს ეხმარებოდა ინგლისელებს.
მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, კაპიტანი თავდაუზოგავად ვარჯიშობდა კარინგტონის ბაზაზე და დროც გამონახა იმისათვის, რომ სკოლას სწვეოდა საქველმოქმედო აქციის ფარგლებში.
სწორედ იქ ჩამოართვეს მას ინტერვიუ, რა დროსაც განაცხადა: "დიახ, გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის. გუნდთან ერთად ჯერ არ მივარჯიშია, მაგრამ სულ უფრო და უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ვპროგრესირებ, როგორც უნდა ვპროგრესირებდე კიდეც. სამწუხაროა, რომ ტრავმა მივიღე, მაგრამ მოედანს მალე დავუბრუნდები".
2019 წლის სეზონის გახსნით მატჩში "ჩელსისთან" 4-0 მოგებულ მატჩში "იუნაიტედის" რიგებში დებიუტის ჩათვლით მაგუაიერმა 114 მატჩი ჩაატარა და პრემიერ ლიგაში შესაძლო 78 მატჩიდან მხოლოდ 5 გამოტოვა.