თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2021, 23:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 765,
კომენტარები: 3
მაგუაიერი: "მალე დავბრუნდები"
გუნდის კაპიტანი მოედანს მალე დაუბრუნდება.
მაგუაიერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი პოზიტიურ ამბავს ავრცელებს თავის ტრავმასთან დაკავშირებით, რომელიც სექტემბერში "ასტონ ვილასთან" მატჩში მიიღო.

2019 წელს "ლესტერიდან" "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების შემდეგ მაგუაიერს ფაქტიურად არ გამოუტოვებია არცერთი მატჩი, მაგრამ ამჟამად ვერ ახერხებს თამაშობს.

"ოლდ ტრაფორდზე" "ვილასთან" წაგებულ მატჩში მიღებული ტრავმის შედეგად ჰარიმ "ევერტონთან" და "ვილიარეალთან" დაპირისპირებები გამოტოვა პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე შესაბამისად.

შედეგად, "წითლების" კაპიტანი არც სანაკრებო შეკრების დროს ეხმარებოდა ინგლისელებს.

მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, კაპიტანი თავდაუზოგავად ვარჯიშობდა კარინგტონის ბაზაზე და დროც გამონახა იმისათვის, რომ სკოლას სწვეოდა საქველმოქმედო აქციის ფარგლებში.

სწორედ იქ ჩამოართვეს მას ინტერვიუ, რა დროსაც განაცხადა: "დიახ, გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის. გუნდთან ერთად ჯერ არ მივარჯიშია, მაგრამ სულ უფრო და უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ვპროგრესირებ, როგორც უნდა ვპროგრესირებდე კიდეც. სამწუხაროა, რომ ტრავმა მივიღე, მაგრამ მოედანს მალე დავუბრუნდები".

2019 წლის სეზონის გახსნით მატჩში "ჩელსისთან" 4-0 მოგებულ მატჩში "იუნაიტედის" რიგებში დებიუტის ჩათვლით მაგუაიერმა 114 მატჩი ჩაატარა და პრემიერ ლიგაში შესაძლო 78 მატჩიდან მხოლოდ 5 გამოტოვა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
13 ოქტომბერი 2021 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10044
იმედია მალე დაბრუნდება ჰარი
0
№2
ავტორი: Svanchester
14 ოქტომბერი 2021 13:02
  • სიახლეები: 1831
  • კომენტარები: 3306
სავარაუდოდ ლესტერთანაც არ იქნება მაგრამ შემდეგი შეხვედრებისთვის მზად იქნება 100 % - ით, იმედი მელიებთანაც მოახერხებს თამაშს ვნახოთ.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
18 ოქტომბერი 2021 14:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 10177
რა დაბრუნდაა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

3 დეკემბერი 2021, 00:15
იუნაიტედი
არსენალი
პრემიერ ლიგა
5 დეკემბერი 2021, 18:00
იუნაიტედი
კრისტალ პალასი
პრემიერ ლიგა
9 დეკემბერი 2021, 00:00
იუნაიტედი
იანგ ბოიზი
ჩემპიონთა ლიგა
არსენალი3 დეკემბერი
კრისტალ პალასი5 დეკემბერი
იანგ ბოიზი9 დეკემბერი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

28 ნოემბერი 2021, 20:30
ჩელსი1
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
23 ნოემბერი 2021, 21:45
ვილიარეალი0
იუნაიტედი2
ჩემპიონთა ლიგა
20 ნოემბერი 2021, 19:00
უოტფორდი4
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
ჩელსი28 ნოემბერი
ვილიარეალი23 ნოემბერი
უოტფორდი20 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top