საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობისას მიღებული ტრავმის შესახებ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"რაფაელ ვარანმა UEFA-ს ერთად ლიგის ფინალში ბარძაყის ტრავმა მიიღო და კლუბში გამოჯანმრთელებისთვის დაბრუნდა. იგი რამდენიმე კვირა იუქმებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრალურმა მცველმა ესპანეთთან დაპირისპირებისას პირველ ტაიმში მიიღო დაზიანება, თუმცა ამას მისი გუნდისთვის გამარჯვების მოპოვებაში ხელი არ შეუშლია.
ვარანთან ერთად თავისი მორიგი ტიტული მოიპოვეს პოლ პოგბამ და ენტონი მარსიალმაც, რომლებიც კლუბში დაბრუნების შემდეგ დატვირთულ პერიოდში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც შაბათს ლესტერთან დაპირისპირებით დაიწყება.