გუნდი აქტიური მზადების პროცესშია.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ხშირად აძლევს ნებართვას ახალგაზრდა ფეხბურთელებს რომლებიც არიან 18 - წლამდელთა და 23 - წლამდელთა გუნდის წევრები, ივარჯიშონ ძირითადი გუნდის მოთამაშეებთან, მიმდინარე კვირაში მათ მიეცათ ამის შესაძლებლობა "კარინგტონზე" გამართულ სავარჯიშო სესიების დროს.
მანამ სანამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის რამოდენიმე წევრი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მონაწილეობს, გუნდის აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელებს საშუალება მიეცათ ვარჯიშები ოლე გუნარ სოლსკიაერის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაეტარებინათ პირველ გუნდთან ერთად.
გუნდის თინეიჯერ ფეხბურთელებს ერთგვარი მასპინძლობა გაუწიეს ნემანია მატიჩმა და ხუან მატამ და ასევე სხვა გამოცდილმა ფეხბურთელებმა.
ალვარო ფერნანდესი, ბიორნ ჰარდლი, დილონ ჰოუვერფი, ჯო ჰაგილი, მარკ ხურადო, ჩარლი მაკნილი, ჩარლი სეივი და ჩარლი უილიენსი - ეს იმ მოზარდების ჩამონათვალია ვინც ნორვეგიელი მენეჯერის გუნდთან ერთად ივარჯიშა.
რა თქმა უნდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს შთაგონებისთვის დაეხმარებათ თუნდაც მეისონ გრინვუდის მდგომარეობა დრევანდელ "იუნაიტედში".
მიმდინარე პროცესები ასევე ნაყოფიერი იყო ახალგაზრდა ფორვარდებისათვის. რაც შეეხება პირველი გუნდის სხვა ფეხბურთელებს, აქტიური მზადება გაიარეს: დინ ჰენდერსონმა, აარონ ვან ბისაკამ, ტომ ჰიტონმა, ალექს ტელეშმა, ფილ ჯონსმა, დონი ვან დე ბეეკმა და მარკუს რეშფორდმა.
წყარო:
manutd.com