ფრანგული გამოცემა L'Équipe იტყობინება, რომ რაფაელ ვარანის თამაში "ლესტერთან" საეჭვოა ტრავმის გამო, რომელიც მიიღო ერთა ლიგის ფინალში. ამავდროულად, ჰარი მაგუაერიც სავარაუდოდ ვერ ითამაშებს.
ჟურნალისტი რობი დოუსონის შეტყობინების მიხედვით, ჰარიმ დაიწყო მსუბუქი მომზადება, მაგრამ სრული დატვირთვით ჯერ კიდევ ვერ იღებს მონაწილეობას სავარჯიშო სესიებში.
მაშასადამე, დიდია ალბათობა, რომ დაცვის ცენტრში "ლესტერთან" ითამაშებენ ვიქტორ ლინდელოფი და ერიკ ბაიი იმ შემთხვევაში, თუ სანაკრებო პაუზის შემდეგ ჯანმრთელები იქნებიან.
"ლესტერთან" თამაში შაბათს, თბილისის დროით18:00 - საათზე დაიწყება.