პოლ პოგბა, რაფაელ ვარანი და ენტონი მარსიალი უეფას ერთა ლიგის გამარჯვებულები გახდნენ მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ნაკრებმა ფინალში ესპანეთი დაამარცხა.
პოგბა და ვარანი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო ენტონი მარსიალი თადარიგში დარჩა, როგორც ესპანეთის ნაკრებში დავიდ დე ხეა.
სამწუხაროდ, რაფაელი იძულებული გახდა 43-ე წუთზე დაეტოვებიბა მოედანი ტრავმის გამო და ადგილი დაეთმო დაიოტ უპამეკანოსთვის. მეორე ტაიმის შუა ნაწილში გუნდებმა ორ წუთში გოლები გაცვალეს, ხოლო გამარჯვების გოლი მე-80 წუთზე კილიან მბაპემ გაიტანა.
ედისონ კავანი სათადარიგო სკამზე იყო და მხოლოდ შესვენების შემდეგ გამოჩნდა მოედანზე, როცა ურუგვაი 2-0-ს აგებდა არგენტინასთან. 62-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა დასვა მატჩის საბოლოო ანგარიში 3-0.
ამ მარცხის შემდეგ ურუგვაი ჯერ კიდევ რჩება მეოთხე ადგილზე სატურნირო ცხრილში და ჯგუფიდან გასვლის შანსს იტოვებს.
ფრედი ბრაზილიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში იყო კოლუმბიის წინააღმდეგ, ხოლო მატჩი 0-0 დასრულდა.