"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას, პოლ სქოულზს არ ესმის, თუ რა მიზეზით უნდა მოუნდეს გუნდის ფრანგ ნახევარმცველს კლუბის დატოვება.
როგორც ცნობილია, პოლ პოგბასა და "იუნაიტედის" შორის ჯერ კიდევ არ არის მიღწეული შეთანხმება ახალი კონტრაქტის შესახებ, მოქმედი კი სეზონის ბოლოს იწურება და მოსალოდნელია, რომ პოგბა თავის კარიერაში მეორედ დატოვებს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით.
თუმცა, სქოულზი არ იზიარებს ამ მოსაზრებას და ფიქრობს, რომ პოგბასთვის ამჟამად პრემიერ ლიგაზე უფრო მიმზიდველი ჩემპიონატი არ არსებობს.
"არ მესმის, რატომ უნდა მოუნდეს აქედან წასვლა, რატომ უნდა მოუნდეს ინგლისის დატოვება? შეხედეთ "რეალს", ესპანური ლა ლიგა ახლა ფსკერზეა, "ბარსელონასა" და "რეალში" ახლა სრული ქაოსია.
პსჟ-ც არის ვარიანტი, მაგრამ ინგლისის ამჟამად საუკეთესო ადგილია. უყურებ ჩემპიონატის პირველ 4 გუნდს და ხედავ, რომ საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები აქ არიან თავმმოყრილნი, რატომ უნდა მოგინდეს სადმე წასვლა?
თუმცა, ყველაფერი მაინც კლუბზეა დამოკიდებული. თუ "იუნაიტედი" მის შენარჩუნებას მოინდომებს, შესანიშნავი იქნება, თუ არა - დავემშვიდობებით," - აცხადებს პოლ სქოულზი.