გუშინ გამართულ ერთა ლიგის ფინალში, დიდიე დეშამის საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა კარიმ ბენზემას და კილიან მბაპეს გოლებით ესპანეთის ეროვნული ნაკრები მინიმალური სხვაობიტ 2-1 დაამარცხა და ტიტულსაც დაეუფლა.
თუმცა "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის ამ მატჩს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. საქმე ეხება "წითელი ეშმაკების" ცენტრალურ მცველს რაფაელ ვარანს.
შეხვედრის 43 - ე წუთზე რაფაელმა ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა მის ნაცვლად თამაშში დიდიე დეშამმა უპამეკანო ჩართო.
გავრცელებული ინფორმაციით ვარანმა ბარძაყის კუნთზე იგრძნო ტკივილი, რის შემდეგაც სამედიცინო პერსონალის ჩარევით მისთვის შეხვედრის დასრულება გახდა აუცილებელი.
ამ ეტაპზე ფრანგის ტრავმასთან დაკავშირებული რაიმე სახის სხვა ინფორმაცია არ გავრცელებულა.