რესტრუქტურიზაციის პერიოდში მყოფი "ნიუკასლი" სატრანსფერო მიზნების დასახვას შეუდგა. "კაჭკაჭებმა" ოფიციალურად მიმართეს "მანჩესტერ იუნაიტედს" ენტონი მარსიალის ტრანსფერთან დაკავშირებით. იუწყება - Stretty News.
მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ინგლისური კლუბი მილიარდერმა შეიძინა რომელიც წარმომავლობით საუდის არაბეთიდან არის. ამ ყველაფრის შემდეგ კლუბმა ამბიციები დაანონსა როგორც ჩანს ყველაფერი სწორედ ახლა იწყება მათთვის.
წყარო ასევე იუწყება რომ კონტაქტი უკვე შედგა ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და "ნიუკასლის" მესვეურებს შორის. "მანჩესტერი" ფრანგის სანაცვლოდ 54 - მილიონ ფუნტ - სტერლინგს ითხოვს.
ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობაში 25 - წლის თავდამსხმელი ძირითად ადგილს ნამდვილად არ იკავებს, რაც მანიშნებელია იმისა, რომ იანვარში ენტონიმ შესაძლოა თავადაც მოინდომოს სამუშაო ადგილის შეცვლა.