მას შემდეგ რაც პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბი "ნიუკასლი" მსოფლიოში უმდიდესრმა მაღალჩინოსანმა შეისყიდა, კლუბმა სატრანსფერო სამიზნეებიც დაისახა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელ ნახევარმცველს დონი ვან დე ბეეკს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მინიმუმ ორი სამუშაო შეთავაზება ექნება.
ცნობილი ინსაიდერის ნიკოლო სკირის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ნიდერლანდელი" ფეხბურთელი გუნდში საკუტარი მდგომარეობით უკმაყოფილოა და ზამთარში სამუშაო ადგილს შეიცვლის.
24 - წლის ფეხბურთელის მომსახურებით ტურინული გრანდი "იუვენტუსი" ინტერესდება, ხოლო დღეს გავრცელებული ცნობით იტალიელებს ფეხბურთელის გადაბირებისთვის ბრძოლას, მოულოდნელად გამდიდრებული "ნიუკასლი" გაუმართავს.