ტურინის "იუვენტუსის" შემტევი ნახევარმცველი ფედერიკო კიეზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესთა სფეროშია მოქცეული. ინფორმაცია დღეს ცნობილმა გამოცემამ Sky Sports - მა გაავრცელა.
ზემოხხენებული საინფორმაციო წყაროს ცნობით, შესაძლო ტრანსფერს რეკომენდაცია "წითელი ეშმაკების" პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ გაუწია.
როგორც ჩანს რონალდუს "ოლდ ტრაფორდზე" მისი ყოფილი თანაგუნდელის ხილვა სურს. თუმცა თავის მხრივ ტურინული გრანდი თავიანთი ერთ - ერთი ლიდერის გაყიდვას არ გეგმავენ.
რაც შეეხება ფედერიკოს სატრანსფერო თანხას, ის 70 - მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში, 23 - წლის ვინგერმა "ბებერი ქალბატონის" რიგებში, იტალიის ჩემპიონატში 6 - შეხვედრა ჩაატარა, საკუთარ მონაგარს რაც შეეხება, კიეზამ 1 - გოლი და 1 - საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
ჭორები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.