ჯონ მირტოს სრული ინტერვიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" სპორტული დირექტორის ჯონ მირტოს განცხადებით, კლუბის შემადგენლობის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი, გუნდის ხელმძღვანელების მხრიდან სრულ მხარდაჭერას ინარჩუნებს.
მას შემდეგ რაც "წითელმა ეშმაკებმა" ბოლო ჩატარებული 6 - მატჩიდან მხოლოდ 2 - ის მოგება შეძლეს, ნორვეგიელი მენეჯერი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია.
სოციალურ ქსელებში გამოჩნდა "ჰეშთეგიც" სახელწოდებით #OleOut, ბევრმა გულშემატკივარმა ღიად გამოთქვა, რომ ოლე გუნარმა დაკავებული პოზიცია სასწრაფოდ უნდა დატოვოს.
თუმცა, მირტოს განცხადებით, ეს ერთგვარი ისტერიკა ოლე გუნარ სოლსკიაერის პოზიციზე არ იმოქმედებს და რომ კლუბის ხელმძღვანელობა სპეციალისტის მიმართ კვლავ ნდობით არის ღჭურვილი.
"ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგია, ნდობა და იმ მიმართულების გვჯერა რომელი მიმართულებითაც მივდივართ. პრემიერ ლიგა - ეს არის ყველაზე კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ ეს შეტყობინება 100 % - ით მიღებული გვაქვს, არ შეგვიძლია გადავუხვიოთ ჩვენს გეგმებს, ოლე და მისი შტაბი მთლიანდ კონცენტრირებულნი არიან ამ ყველაფერზე.
ყურადღებას ვერ გაგვიფანტავს სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები, საუბრები რომელიც გამოწვეულია ემოციებითა და ისტერიებით. ეს ყველაფერი თანამედროვე ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ ჩვენ ფოკუსირებული ვრჩებით მიზნებზე რომლებიც დავისახეთ.
დარწმუნებულები ვართ რომ გუნდის შემადგენლობას აქვს საკმარისი ტალანტი და ხასიათი წარმატებების მისაღწევად". ზაფხულში "იუნაიტედმა" კრიშტიანუ რონალდუ, რაფაელ ვარანი და ჯეიდონ სანჩო შეიძინა, მირტოს განცხადებით კლუბს სატრანსფერო გეგმები ზამთარშიც აქვს.
"მთავარი მწვრთნელი ყოველთვის თამაშობს გადამწყვეტ როლს ყველაფერში რასაც ამ მიმართულებით ვაკეთებთ. ყურადღებით ვუსმენთ ამ მიმართულებით მომუშავე განყოფილებას და მხარს ვუჭერთ მათ იდეებსა და მოსაზრებებს. გავზარდეთ ჩვენი სკაუტების წარმომადგენლობა მთელს მსოფლიოში და ვენდობით ჩვენს ექსპერტებს.
არსებული სიის განვითარება არასოდეს ჩერდება და მიმდინარეობს განუწყვეტლივ. განვიხილავთ მომავლის გეგმებს ოლესთან გუნდის განვითარების მიმართულებით.
გვსურს გვყავდეს დაბალანსებული შემადგენლობა სათამაშო პოზიციებისა და ასაკის გათვალისწინებით რადგან მათ შეძლონ ტიტულებისთვის ბრძოლა დღეს და მომავალში". "იუნაიტედის" სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა, კლუბმა დომინიკ ჯორდანი მონაცემთა ანალიზის პირველ დირექტორად დანიშნა.
"ჩვენ უკვე ფართოდ დავნერგეთ და ვიყენებთ მონაცემთა ანალიზს ფეხბურთელების სათამაშო ფორმისა და მათი ფიზიკური მდგომარეობისთვის, ასევე მოწინააღმდეგის შესასწავლად და სატრანსფერო მიზნების დასახვისათვის.
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად გავაფართოვოთ ჩვენი შესაძლებლობები და შევქმნათ ახალი ჩარჩო მონაცემთა მართვისა და გამოყენების უფრო ინტეგრირებული მიდგომის საშუალებით.
საბოლოო ჯამში, ჩვენ გვსურს მივაწოდოთ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და დამხმარე პერსონალს ყველა არსებული ინფორმაცია, რაც მათ საშუალებას მისცემს სწრაფად მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები". - განაცხადა დასასრულს მირტომ გულშემატკივართა ფორუმთან შეხვედრისას.
წყარო:
manutd.one