"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა მარკუს რეშფორდმა "მანჩესტერის" უნივერსიტეტის საპატიო წოდება მიიღო საკუთარი კამპანიის გამო, რომელიც ეხებოდა სკოლის მოსწავლეების დახმარებას ხელმოკლე ოჯახებიდან. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ამ ღირსებას ატარებს.
ამ მოვლენის შესახებ რეშფორდმა განაცხადა:"ეს მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. როცა ვხედავ სახელებს ადამიანების, რომლესაც აქვთ ეს წოდება მიღებული, თავს უხერხულად ვგრძნობ."
"ჩვენ გვაქვს კიდევ დიდი გზა გასავლელი ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლაში, მაგრამ ეს მიღწევა მიგვანიშნებს იმაზე, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, ეს კი ბევრს ნიშნავს. მინდა მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტს."
შეგახსენებთ, რომ ადრე "მანჩესტერის" უნივერსიტეტის საპატიო წოდება ისეთმა ადამიანებმა მიიღეს, როგორებიც არიან: სერ ბობი ჩარლტონი და სერ ალექს ფერგიუსონი.