ინგლისში, დონი ვან დე ბეეკის პოზიციური მდგომარება "მანჩესტერ იუნაიტედში" ერთგვარი იუმორისტული ფორმით ხასიათდება. დაპირებების მიუხედავად ჰოლანდიელი კვლავ სათადარიგო სკამის აქტიური წევრია.
ნახევარმცველი ამ მდგომარეობით გაბრაზებულია და სურს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ოლდ ტრაფორდი" დატოვოს. თუმცა სხვაგვარად ფიქრობს ოლე გუნარ სოლსკიაერი.
ნორვეგიელ მენეჯერს არ სურს ბეეკის იანვარში გაყიდვა. ოლე გუნარმა ერთხელ უკვე დაარწმუნა ფეხბურთელი გუნდში დარჩენილიყო, მაშინ როდესაც ბეეკს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამუშაო ადგილის შეცვლა სურდა.
ბრიტანული გამოცემა ESPN ირწმუნება, რომ ნორვეგიელი სპეციალისტი მას როტაციის ფეხბურთელად მოიაზრებს რომელიც მომავალში შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობის ერთ - ერთ მთავარ ფიგურად იქცეს.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.